როდესაც პატარა სითხეს კარგავს
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა–განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, ვინაიდან იგი წარმოადგენს სხეულის მასის დაახლოებით 70%–ს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ცხოველქმედების პროცესებში. შესაბამისად, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესით განპირობებული – მწვავე მოწამვლა, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა, ჭარბი ოფლიანობა, თერმული დამწვრობა – ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ადექვატური რაოდენობით სითხის მიღება. აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობებისას წყალთან ერთად ორგანიზმი მისთვის აუცილებელ მინერალებსაც კარგავს. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები, გაუწყლოვნების დროს ელექტროლიტების შემცველი ხსნარები მივცეთ პატარებს. ამ თვალსაზრისით ოპტიმალური კომბინაციაა აისოლი 4,16, რომლის 1 პაკეტი 200მლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში იხსნება და მიიღება სასიამოვნო გემოს და არომატის მქონე სითხე, რაც სასურველია, ყლუპ–ყლუპად ან კოვზით მიიღოს პატარამ. აქტუალობიდან გამომდინარე, აისოლი თქვენი პატარისათვის განკუთვნილ საოჯახო აფთიაქში ყოველთვის უნდა იყოს. აისოლის მიღება შესაძლებელია ჩვილი ასაკიდან.
ავერსი–ფარმა, როგორც წესი, ზრუნავს თქვენს პატარებზე და გთავაზობთ განსაკუთრებულ აქციას „დედების ბარათი“–ს მფლობელებს. ამ ბარათით ავერსის ქსელის ნებისმიერ აფთიაქში აისოლი 4.16 #20 –ის მთლიან კოლოფს(20პაკეტი) შეიძენთ სპეციალურ ფასად – 13.50ლარად და საჩუქრად მიიღებთ ფერადად მოხატულ საწრუპიან ჭიქას, რომელიც გაახალისებს თქვენს პატარას და გამოდგება არა მხოლოდ აისოლის, არამედ ნებისმიერი სხვა სითხის, ხილის წვენის, ლიმონათის დასალევად. დეტალური ინფორმაცია აისოლის შესახებ იხილეთ www.aversi.ge
ჯანმრთელობას და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ.