• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version

22 ნოემბერს დედების კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად კლუბის წევრებს ბოჭორიშვილის კლინიკამ და მისი პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ უმასპინძლეს.

დედებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვთა ინფექციონისტთან საუბარი ვირუსული ინფექციებისა და მათგან თავდაცვის საშუალებების შესახებ. ქალბატონმა მალვინამ დაწვრილებით გააცნო დედებს, რა ტიპის ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი წელს, ღირს თუ არა ბავშვისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რა შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ ვირუსი საგანგაშოდ და მივმართოთ ექიმს და ა.შ. შეხვედრა დისკუსიაში გადაიზარდა და ყავისა და ტკბილეულის თანხლებით ქალბატონმა მალვინამ პირადი რეკომენდაციებიც გასცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დედებმა დაათვალიერეს განახლებული ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილება და აღფრთოვანებით აღნიშნეს, რომ აქ სულაც არ არის ბავშვისთვის დამთრგუნველი ატმოსფერო, პირიქით, განყოფილება ხუთვარსკვლავიან სასტუმროსაც კი შეადარეს.

შეგახსენებთ, ამიერიდან დედების კლუბის ნებისმიერ წევრს შეეძლება, მიიღოს ყოველ სამშაბათს ბოჭორიშვილის კლინიკაში პედიატრისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია.

ფოტო გალერეა