13 ივნისს, უკვე ტრადიციად ქცეული, ,, დედების კლუბის’’ მორიგი შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდა დედებსა და ავერსის კლინიკის მთავარ პერიატრ, თამარ ობგაიძეს შორის. ქალბატონმა თამარმა ამ სეზონისთვის აქტუალური თემა – ბავშვი და ზაფხული შეარჩია. მან ისაუბრა იმ განსაკუთრებულ გარემო პირობებზე, რომელიც ზაფხულში იჩენს თავს: თუ როგორ დავიცვათ ბავშვები მწერებისა და მათი ნაკბენებისაგან, როგორ გავაკაჟოთ ჩვენი პატარები ზაფხულში, რა აუცილებელი სამედიცინო ნივთები და მედიკამენტები უნდა წავიღოთ აგარაკზე და ა.შ.
განხილული თემები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოწვეული დედებისათვის, რაზეც მათი კითხვების სიმრავლე და აქტიურობა მიუთითებდა.
სტუმრები ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ისინი პროფესიონალი ექიმისაგან ღებულობენ, თან ძალიან სასიამოვნო და უშუალო გარემოში, ყავისა და ტკბილეულობის თანხლებით, რაც ხსნის ბარიერს და კიდევ უფრო ამარტივებს მშობლისა და პედიატრის ურთიერთობას.
სწორედ ეს არის ,,დედების კლუბის’’ ერთ–ერთი მთავარი მისია, რომ გაუმარტივოთ დედებს შვილებზე და საკუთარ თავზე ზრუნვა.