28 აპრილს „ავერსის“ დედების კლუბმა შემეცნებითი სახის შეხვედრა გამართა, სადაც „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე – ანტიბიოტიკების მოხმარება ბავშვებში.
თემა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა და პრეზენტაციამაც საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. მოხსენების შემდეგ დედებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ, ხოლო დასასრულს არაფორმალურ გარემოში, ფურშეტის თანხლებით ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
კომენტარი ვთხოვეთ „ავერსის“ მარკეტინგის მენეჯერს, „დედების კლუბის“ იდეის ავტორს, თათა დგებუაძეს:
– დღეს გაიმართა „დედების კლუბის“ წევრების შეხვედრა პედიატრ, თამარ ობგაიძესთან. თემა დედებისთვის საინტერესო და აქტუალური შევარჩიეთ, პრეზენტაცია ინტერაქტიული სახის იყო და დედებს კითხვა–პასუხის რეჯიმში ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. „დედების კლუბის“ მიზანი სწორედ ეს არის, რომ გარდა კომერციული შეღავათებისა და ფასდაკლებებისა, რომელსაც დედების ბარათის მეშვეობით იღებენ მომხმარებლები, სამედიცინო კუთხითაც მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, მათი და მათი შვილების ჯანმრთელობისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და იმედი გვაქვს საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენი კლუბის წევრებს.
შეხვედრის შესახებ გვესაუბრა პედიატრი, თამარ ობგაიძე:
– მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველ დედებს აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი განათლების მიღება. რაც უფრო ბევრი განათლებული დედა გვეყოლება, მით უფრო ჯანმრთელი იქნებიან მათი შვილები და შესაბამისად ჩვენი შემგდგომი თაობა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა დედებს პედიატრებმა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალმა ექიმებმა უნდა ვასწავლოთ თუ როგორ გაზარდონ ჯანმრთელი ბავშვები და მივაწოდოთ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასეული ინფორმაცია.
დღეს შედგა ჩვენი კლუბის პირველი შეხვედრა. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული დღე გამოვიდა. შევარჩიე ისეთი თემა, რომლის შეხახებაც ძალიან ხშირად მომმართავენ ხოლმე დედები – ანტიბიოტიკოთერაპია, როდის და როგორ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები, რაზე ზემოქმედებენ ისინი და სხვა მრავალი ამ თემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რომლებზეც დედებს უამრავი შეკითხვა გაუჩნდათ. მათზე პასუხი ძალიან სასაიმოვნო იყო ჩემთვის, რადგან მთელი გულით მსურდა მათთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან სასიამოვნოა, რომ „ავერსის“ მესვეურებმა მოგვცეს საშუალება, ეს შეხვედრა ყოფილიყო წარმატებული, თბილი და მეგობრული. ვფიქრობ ყველა კმაყოფილი დარჩა, ჩემი ჩათვლით რა საკვირველია.
რუსუდან მაჩაიძე, „დედების კლუბის“ წევრი:
– ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე დღევანდელი შეხვედრით. ვფიქრობ, ანტიბიოტიკების თემა ყველა მშობლისთვის აქტუალურია. „დედების კლუბი“ ჩემთვის ძალზე საინტერესო პროექტია, მადლობელი ვარ დღევანდელი შეხვედრისთვის და მოუთმენლად ველი მომდევნო შეკრებებს.